„აუცილებელია ბიზნეს სუბიექტებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენონ ის სიკეთეები, რასაც გაუმჯობესებული კანონმდებლობა გვთავაზობს“ - განაცხადა KPMG Georgia-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ჯაბა გველებიანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას.
მისი თქმით,ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ მათთან ერთად აუცილებელია სექტორის განათლებაც, სწორედ ამიტომ ბიზნესებს აქტიურად უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია კანონთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ამ კანონის სწორად გამოყენება.
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 82,452 აქტიური მეწარმე სუბიექტია რეგისტრირებული და მათი 90%, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მცირე მეწარმედ ითვლება, ბუნებრივია, კანონთან კვალიფიცირებულად შესაბამისობა ბევრ კომპანიას გაუჭირდება , ვინაიდან უმრავლესობა მცირე ბიზნესია. შესაძლოა განსაკუთრებით მცირე ბიზნესს შესაძლებლობა არ ჰქონდეს კვალიფიციური და გამოცდილი რჩევებით იხელმძღვანელოს, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობები რასაც კანონი გვთავაზობს“, - განმარტა მან.
ჯაბა გველებიანმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც ისაუბრა, რომელიც აღნიშნული კანონით დარეგულირდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი, „შპს“-ში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის საკითხი, რომელიც ახლებურ სისტემას გვთავაზობს - თუ აქამდე „შპს“-ში გვქონდა 100% წილი, დღეს შეიძლება გვქონდეს რაოდენობრივად გამოშვებული, სხვადასხვა კლასისა და სახეობის წილები, მსგავსი ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ბიზნესსფერო რეალურად ამას გამოიყენებს, რომ „შპს“-ებს მიეცეთ საშუალება, მოიზიდონ ინვესტიციები და ჰყავდეთ მრავალფეროვანი უფლებების მქონე მეწილეები, რათა კომპანიებს ჰქონდეთ დაფინანსებისა და ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციების მოძიების დამატებითი საშუალება“, - თქვა გველებიანმა.
რეფორმის პროგრესის შეფასებისას, ჯაბა გველებიანი აღნიშნავს, რომ პროგრესის ტემპი იმხელა არ არის, რაც უნდა იყოს.
“კანონი ყველასთვის ამ წლის ბოლოს ამოქმედდება, შესაძლოა დაჩქარებულ ტემპებში მოესწროს რეფორმის შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით „შპს“-თვის, იქიდან გამომდინარე რომ, მათ მხოლოდ წესდების შეცვლა უწევთ, რათა არ დაირღვეს კანონის მოთხოვნა მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დამთავრდება კანონის იმპლემენტაცია. პირველ რიგში, თუ იურისტებმა და ბიზნესმა არ გაიაზრეს რასთან გვაქვს საქმე, მაშინ ახალი კანონის მიღება ვერ მიაღწევს იმ მიზნეს რაც გათვალისწინებულია იგივე რეგულირების კანონის შეფასებით, რაც ამ კანონპროექტს უძღოდა წინ.
კანონის გაუმჯობესებისთვის საჭიროა უნივერსიტეტებში აქტიური აქცენტი კონკრეტული კანონის სწავლებაზე, ასევე აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის გადამზადება ამ კუთხით და საჯარო რეესტრის მომზადება და კომპეტენცია კანონთან მიმართებაში“, -აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ბიზნესსამართალში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა, მათ შორის უმთავრესი განახლებული "მეწარმეთა შესახებ კანონია", რომელიც პარლამენტმა გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა. განახლებული კანონის მიღება ევროკავშირში მოქმედ ნორმებთან ჰარმონიზებით იყო განპირობებული.
წარმოგიდგენთ 21 მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც "მეწარმეთა შესახებ კანონში"ამოქმედდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი