მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იური ნოზაძე ყვირილას პროექტზე - "ეს იქნება ისტორიული ფაქტი" (R)

5f58dc322e065
ინგა მურუსიძე
09.09.20 17:49
1164
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ განხორციელებული ყვირილას წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ სუფთა მდინარე, რაც იქნება ისტორული ფაქტი",- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, ჭიათურაში პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„პროექტი ითვალისწინებს წარმოებაში გამოყენებული წყლის გაფილტვრასა და გაწმენდას, რომელიც მდინარე ყვირილას დაბინძურებას აარიდებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი გაგრძელდება და გამწმენდი საშუალებები სხვა დანარჩენ გამამდიდრებელ ფაბრიკებშიც დამონტაჟდება",- აღნიშნა იური ნოზაძემ.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალი პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში, მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. პრეზენტაცია 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე გაიმართა. პროექტი საპილოტეა და საქართველოში ის პირველად განხორციელდა.

ახალი პროექტის მიხედვით, წარმოებაში გამოყენებული წყალი მდინარეში აღარ ჩაედინება, წყლისა და შლამის სეპარაცია ლოკალურ დონეზე ხდება, რეცხვის შედეგად მიღებული პროდუქტი, იგივე შლამი კი შრება და კომპანია მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს. ამრიგად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, საწარმოო პროცესს გარემოსთან შემხებლობა აღარ ექნება, მდინარე ყვირილას დაბინძურება კი სრულად გამოირიცხება.