მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა

5df1f370b9c08
ინგა მურუსიძე
12.12.19 12:00
744
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომა ხმაურით წარიმართა; ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის როგორც -  სიტყვიერი, ისე ფიზიკური შელაპარაკება არაერთხელ მოხდა, თუმცა ხმაურის მიუხედავად, კომიტეტმა კენჭისყრა მაინც ჩაატარა.

კომიტეტის მხარდაჭერა მოიპოვეს შემდეგმა კანდიდატებმა: მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

ამასთან, კომიტეტმა ჩააგდო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო დამტკიცებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.