მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურიდიული პირები "საქართველოს ბანკში" ანგარიშს უკვე ონლაინ გახსნიან

5f5f36512b126
ლიკა გურაბანიძე
14.09.20 13:30
1387
"საქართველოს ბანკს" სიახლე აქვს, იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ. ამჯერად, ბანკი შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებს და ინდმეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ბანკში მიუსვლელად გახდნენ "საქართველოს ბანკის" მომხმარებლები და დისტანციურად გახსნან ორგანიზაციის პირველი ანგარიში. დეტალებზე “საქმიან დილაში” "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა ისაუბრა.

როგორც მასურაშვილი აღნიშნავს, ეს საბანკო სერვისების გაციფრულების მიმართულებით კიდევ ერთი სიახლეა.

“ეს ნიშნავს იმას, რომ სრული პროცესი ანუ დაწყებული განაცხადიდან, დასრულებული საბანკო რეკვიზიტების მიღებამდე, არის ციფრული”, - განაცხადა მასურაშვილმა.

"საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის თქმითვე, ბანკმა აღნიშნული სერვისი რამდენიმე ნაწილად დაყო და ის სისტემაში ახლა ჩაუშვა. ზურაბ მასურაშვილმა სერვისის გამოყენების დეტალებიც ახსნა.

“გახსნით "საქართველოს ბანკის" გვერდს, იქ დაგხვდებათ შეთავაზება, რომ კომპანიის ანგარიში გახსნათ და თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემებით "საქართველოს ბანკის" სისტემაში ავტორიზაციას გაივლით. ფიზიკურ პირს და ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემებით იმუშაოს, როგორც პირად ანგარიშებში, ასევე - სივრცეში. განაცხადს გაგზავნით და ამის შემდეგ ბანკი ავტომატურ რეჟიმში სამეწარმეო რეესტრიდან ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში იღებს. შემდგომ მოგდით შეტყობინება, რომ თქვენ შეგიძლიათ "საქართველოს ბანკის" მომსახურებით როგორც იურიდიულმა პირმა, ისე ისარგებლოთ. გექნებათ პაკეტი, სადაც 4 ძირითადი პროდუქტი შედის და მას თქვენთვის მითითებულ მისამართზე მოგართმევენ. პირველი 6 თვის მაბნძილზე ეს პაკეტი უფასოა, ხოლო შემდგომ ჩვეულებრივი ტარიფი იმოქმედებს - 2 ლარი თვეში”, - აღნიშნა ზურაბ მასურაშვილმა.