იურისტი ლევან ალაფიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ Tiktok-ისთვის საქმიანობის შეჩერებასა და საქართველოს პარლამენტის მიერ ელექტრონული კომუნიკაციებიის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას შორის ერთგვარ პარალელს ავლებს.
„ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება tiktok-ისთვის საქმიანობის შეჩერების შესახებ კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ 2 დღის წინ შეაჩერა. მოსამართლის გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი კონსტიტუციით დაცული ადმინისტრაციული წარმოების, გასაჩივრებისა და სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის უფლებების დარღვევა იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში tiktok-ს მიერ დავის წარმოება უკვე აზრს კარგავდა, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნებოდა და საქმიანობა გაჩერებული. სწორედ ასეთივე ანტიკონსტიტუციური რეგულაცია ჩაწერა ჩვენმა პარლამენტმა კომუნიკაციების კანონში, რითაც კომისიის მიერ სანქციის გამოყენებისას ოპერატორებს და უმთავრესად “კავკასუს ონლაინს“, სასამართლოში დავის არსებითი განხილვის საშუალება არ ექნებათ“, - წერს ლევან ალაფიშვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ “კავკასუს ონლაინი” საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებისთვის ემზადება, რადგან კომპანიაში თვლიან, რომ კომისიის უფლება - „კავკასუს ონლაინში“ სპეცმმართველი დანიშნოს, განუზომელ უფლებამოსილებას ანიჭებს მარეგულირებელს მეწარმეობის თავისუფლებას ზღუდავს, bm.ge-მ გადაწყვიტა, თემაზე ლევან ალაფიშვილისგან უფრო ვრცელი მოსაზრება და არგუმენტები მოესმინა.
„მინდა ვისაუბრო არ უშუალოდ იმ არასამართლიან გადაწყვეტილებაზე, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ მიმართ მიიღეს, არამედ - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე კანონზე და კონსტიტუციასთან მის შესაბამისობაზე. კანონით ოპერატორებს მოუსპეს საშუალება, სანქციის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე იდავონ სასამართლოში, ისე როგორც ეს გარანტირებულია საერთაშორისო აქტებით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. კანონში წერია, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ოპერატორის მიმართ ნებისმიერი სანქციის გამოყენების, მათ შორის დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე აღსრულდება დაუყოვნებლივ. შესაბამისად, ამის შემდგომ სასამართლოში დავა აზრს კარგავს, რადგან სანამ სასამართლოსთვის სარჩელი მომზადდება და ა.შ. გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნება და შესაბამისად, სასამართლოში მისვლის დროისთვის შესაძლებელია ოპერატორს ჰყავდეს დროებითი მმართველი, რომელიც ელემენტარულად, სარჩელს არ მოაწერს ხელს ან უკვე შეტანილ სარჩელს გამოიტანს“, - აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, მთავარი არის ის, რომ ამ ჩანაწერით იზღუდება სამარათლიანი სასამართლოს უფლება, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე - საერთაშორისო აქტებს.
„არ მესმის, ამდენი ხანი „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმეტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რატომ არ შეიტანა, შესაძლებელია, მუშაობენ. პირადად მე, როგორც იურისტი, პირველ რიგში, საკონსტიტუციოს მივმართავდი თხოვნით, შეეჩერებინა არსებული ნორმა, ვიდრე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდებოდა და მისი განხილვა დასრულდებოდა“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ