მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურისტი სახელმწიფოს მიერ დეკრეტის ანაზღაურებაზე: ვინმემ დათვალა, რამდენად ასწევს ამას ბიუჯეტი?

5d90b1f80de78
BM.GE
29.09.19 17:26
1578
იურისტმა დავით კლდიაშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„მთავარი პრობლემა კანონპროექტს ის აქვს, რომ ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია, ბევრი წინასწარ განუჭვრეტელი სიტყვაა გამოყენებული“- აღნიშნავს იურისტი.

მისი განმარტებით, შრომითი ბაზრის გაუმჯობესება მხოლოდ კანონზე არაა დამოკიდებული. იურისტი განიხილავს იმ შესაძლებლობასაც, რომ გაზრილი მოთხოვნების და რეგულაციების ფონზე დამსაქმებლები და დასაქმებულები შეეცდებიან გააფორმონ არა შრომითი, არამედ სამსახურეობრივი და მომსახურების ხელშეკრულება, რომლებიც ნაკლებად დაცულია. ასეთ შემთხვევაში „ტვირთი“ გადადის დამსაქმებელზე, რომელსაც შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა.

დავით კლდიაშვილი კანონპროექტის მნიშვნელოვან პრობლემად განიხილავს იმ ასპექტსაც, რომ ყველა დამსაქმებლისა და სამსახურის მიმართ ერთნაირი სტანდარტის დადგენა არასწორია. ამასთანავე, იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეუძლებელია ყველა მოსალოდნელი მომენტი წინასწარ განსაზღვრო, ეს კი კანონმდებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

იურისტი ეხება ჩანაწერს დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებითაც. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ე.წ. დეკრეტული ანაზღაურების შემთხვევაში დედას სახელმწიფო გადაუხდის ხელფასის 80%.

„ეს მოსასმენად არის ძალიან კარგი და მეც მივესალმები, მაგრამ ვერსად ვნახე, არსებობს თუ არა ამის ეკონომიკური გათვლა. ვინმეს დათვლილი აქვს ეს რა ხარჯთან არის დაკავშირებული? რამდენად ასწევს ამას სახელმწიფო ბიუჯეტი?“,- აცხადებს დავით კლდიაშვილი.