მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურისტი ტურისტული მუნიციპალიტეტებისთვის სსიპ-ების შექმნის შესაძლო უფლების მიცემას აფასებს

5d88a7f5aa637
ლიკა გურაბანიძე
24.09.19 13:00
793
„ჩვენ 6 წელი გვესმის დეცენტარლიზაციის შესახებ, ადგილზე მეტი რესურსის და კომპეტენციის გადაცემის შესახებ, მაგრამ რეალურად გაკეთებული ამ მიმართულებით არაფერი გვინახავს,“ - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა "საქმის კურსში" რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდება, რაც გარკვეულ მუნიციპალიტეტებს 2030 წლამდე სსიპ-ების შექმნის უფლებას მისცემს.

„რეალურად ეს ის სწორად იდენტიფიცირებული პრობლემა არ არის, რომლის გადასაწყვეტადაც მთავრობა იღწვის. ჩვენ 6 წელი გვესმის დეცენტარლიზაციის შესახებ, ადგილზე მეტი რესურსის და კომპეტენციის გადაცემის შესახებ, მაგრამ რეალურად გაკეთებული ამ მიმართულებით არაფერი გვინახავს. მთავრობის მიერ დასახელებული ე.წ. პრობლემა რეალურ პრობლემას არ წარმოადგენს; როდესაც არც რესურსი და არც ფინანსები საკმარისი არ არის.

სსიპ-ის შექმნის კომპეტენციის მინიჭების შემთხვევაში ეს ყველაფერი საიდან გაჩნდება? ვერ გაჩნდება. სინამდვილეში პრობლემა ის არის, რომ მუნიციპალიტეტები ობიექტურად ადგილზე დაინტერესებულები არ არიან, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, იქნება ეს ახალი სასტუმროები თუ სხვა.

რატომ? იმიტომ, რომ კურორტების მართვის სისტემიდან გამომდინარე, ეს კომპეტენცია, ხოლო აქედან გამომდინარე, იქნება ეს მშენებლობის გაცემის ნებართვა, თუ სხვა, სრულად არის ცენტრალური ხელისუფლების კუთვნილება.

ცენტრალური მთავრობა გასცემს ნებართვას, იღებს შემოსავლებს, მაგრამ აშენების შემდეგ პრობლემა მუნიციპალიტეტს ემატება",  განაცხადა ალაფიშვილმა.


ცნობისთვის: ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბევრი პრობლემა კურორტების ადმინისტრირებას უკავშირდება და ამის მიზეზი ძირითადად არის ის, რომ თვითმმართველობას საჭირო არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნია, ამიტომ ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საჯარო სამრთლის იურიდიული პირები უნდა შეიქმნას.