მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის მინისტრს 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში საინტერესო იდეები აქვს - ღარიბაშვილი

60d42444dfe38
ინგა მურუსიძე
24.06.21 10:25
403
"იუსტიციის მინისტრს 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში საინტერესო იდეები აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ვიცი, რომ [იუსტიციის]მინისტრს აქვს საინტერესო იდეები, ახალი ინიციატივები, 10-წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მრავალფეროვანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების, არამედ რეგიონების განვითარება. სწორედ ეს იქნება პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.