მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრო სრულად აცრილი პირებისთვის შეღავათებს აწესებს

612f1e90ce4d2
ინგა მურუსიძე
01.09.21 10:37
7028
კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

- ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
- უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

- ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
- ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.

"იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ სამინისტროში.