საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან ერეკლე ღვინიანიძესთან შეხვედრის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ახალი პროდუქტი „პერსონალური ასისტენტი“ გააცნეს.
ზემოხსენებული სერვისი, გულისხმობს, პერსონალური ბიზნეს ასისტენტის მომსახურებას როგორც დისტანციურად, ასევე ბიზნესის მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცესა და ადგილზე მომსახურებით.
როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, „პერსონალური ასისტენტის“ კონცეფცია გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა სერვისის განხორციელებას, იგულისხმება თორმეტი სსიპ, რომელიც მომხმარებელს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.
შეხვედრაზე წარმოდგენილმა პროდუქტმა ასოციაციის წევრ კომპანიებში ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა შესაბამისი დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმი.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი მოქნილი მექანიზმია ბიზნესის ეფექტიანი ოპერირებისთვის/საქმიანობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით საჭიროებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, შესაბამისად, მაღალი ხარისხის კონსულტაციის უზრუნველყოფასა და შემდეგ სერვისის ოპერატიულ მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ საქმიანობას. დარწმუნებულები ვართ, ზემოხსენებული პროდუქტი გამოიწვევს შესაბამის დაინტერესებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი