25.მაისი .2021 19:44

იუსტიციის სამინისტროს რა შენიშვნები გაითვალისწინა მთავრობამ ENKA-სთან ხელშეკრულებაში?

იუსტიციის სამინისტროს რა შენიშვნები გაითვალისწინა მთავრობამ ENKA-სთან ხელშეკრულებაში?
views 558
უკან

გამოცემა “მთის ამბებმა” გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ კი, მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ სარჯველაძის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტის შესახებ 2019 წლის 30 მარტს გაგზავნილი შენიშვნები. ხელშეკრულების პროექტის იურიდიული შეფასება იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა. იურიდიული შეფასების მომზადების მიზანს კი, პროექტის მთავრობის სხდომაზე გატანამდე მისი სრული იურიდიული შეფასების მომზადება წარმოადგენდა.

იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს 22 პუნქტად ჩამოწერილი 26 სხვადასხვა სახის შენიშვნა გაუგზავნა, რომელთა ნაწილიც ფორს-მაჟორის მუხლს, ნაწილი - ტერმინების დაზუსტებას და ნაწილი გარკვეული ბუნდოვანებების შესწორებას ისახავდა მიზნად. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწერილი შენიშვნები, რომელთა ნახევარიც გაითვალისწინა და ასახა კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში, ნაწილს კი  ინვესტორ კომპანიასთან შეჯერების შედეგად არ დაეთანხმა.

ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა შენიშვნების ფურცელი, სადაც თავი მოუყარა მხარეების მიერ წარმოდგენილ პოზიციებს და მთლიანი დოკუმენტი განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობას. დოკუმენტი განიხილეს მთავრობის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიასთან ხელშეკრულების გათვალისწინებული შენიშვნებით გაფორმების შესახებ. გამოცემა “ნიუპოსტმა” მოიპოვა ეს დოკუმენტი, რომელიც ასახვს უშუალოდ რომელი შენიშვნების გათვალისწინება მოხდა.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა