მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 21:00-მდე მოემსახურებიან

5fa7ccfa90c0e
BM.GE
08.11.20 14:44
996
9 ნოემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ივნისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ, კერძოდ - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა და ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24.00 საათამდე გასცემდნენ სერვისებს; თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციის და 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისების მიწოდება ახალი გრაფიკით მოხდება. 

"გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელმა იუსტიციის სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს. მოქალაქეები სერვისს მათთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს პორტალზე (my.gov.ge) დაჯავშნის; ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ხუთენოვანი ელექტრონული სისტემა მოქმედებს. დაინტერესებული პირი დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს. სერვისის მისაღებად:

– მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი; მომხმარებელმა პორტალზე კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, როდესაც სურს იუსტიციის სახლში ვიზიტის ჩანიშვნა;

– დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

– წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

– ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება,"- ნათქვამია განცხადებაში.