მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

61c9744f138f3
ინგა მურუსიძე
27.12.21 12:00
884
იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. როგორც bm.ge-ს იუსტიციის სახლიდან აცნობეს,  ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.

ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ.

შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში 1-10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა.