10.მარტი .2020 11:20

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ“

views 178
უკან

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს მიმართავს, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ - დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.

სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.
ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ე.წ. დეზინფექტორები. მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა