იუვენტუსის აკადემიის წალენჯიხაში გახსნის კონტრაქტს ხელი მოეწერა. იტალიაში, ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, კონტრაქტს ხელი მამუკა ხაზარაძემ მოაწერა.
„ახლახან დავამთავრეთ ხელმოწერის ცერემონია მსოფლიო და ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბთან, "იუვენტუსთან" და ამით ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი. წალენჯიხაში უკვე დაიწყო "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირება. უახლოეს ხანში დავამთავრებთ სტადიონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას.
რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ და არამარტო წალენჯიხელ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს... ანალოგიური აკადემია "იუვენტუსს" აქვს მსოფლიოს 90 ქალაქში და სწორედ ამ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას ქართველი ბავშვები... ჩვენი, "იუვენტუსის" მეგობრები და მწვრთნელები სისტემატურად იქნებიან ჩართული მათ აღზრდაში და მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ამ პროექტს. წარმატება წალენჯიხას, წარმატება საქართველოს!“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.
ხელმოწერის შემდეგ წალენჯიხაში ოფიციალურად დაიწყო ოპერირება მსოფლიო საფეხბურთო გრანდის ბავშვთა აკადემიამ. ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მზადდება საერთაშორისო დონის საფეხბურთო მოედანი, ეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ბავშვთა აკადემიისთვის.
საქართველოდან ჩასულ დელეგაციას იუვენტუსის წარმომადგენლებმა გაცილებით გაზრდილი შეთავაზება დაახვედრეს და კონტრაქტით გათვალისწინებული ბენეფიტების მიღმა, წალენჯიხაში შემოდის იუვენტუსის მთლიანი ბრენდი, რაც ნიშნავს, რომ წალენჯიხაში შესაძლებელი იქნება იუვენტუსის ბრენდის ბიბლიოთეკის, საგამოფენო ცენტრის, კაფე-ბარების, სამკურნალო დაწესებულებების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი