მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივა ჭყონია: კანონპროექტის მიღებამდე სექტორში არსებული პრობლემები ძირეულად უნდა იქნას შესწავლილი

5f5a06cf50521
ლიკა გურაბანიძე
10.09.20 23:15
883

“კანონის მიღებამდე სექტორში არსებული პრობლემების ძირეულად შესწავლა უნდა მოხდეს.” - ამის შესახებ “საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ, სუპერმარკეტებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის კანონით შესაძლო დარეგულირების შესახებ საუბრისას “საქმიან დილაში” განაცხადა.


“ამ კანონპროექტის დარეგისტრირება ისე მოხდა, რომ დეტალურად არ გაგვივლია რა ვერსიაზე იყო საუბარი. რა კანონპროექტი დარეგისტრირდა ნამდვილად არ ვიცი, შესაბამისად შენიშვნებიც ვერ მექნება. ჩვენ პარლამენტს და კონკურენციის სააგენტოს მივმართეთ.


პასუხი მოვიდა, რომ პასუხის არარსებობიდან გამომდინარე შეუძლებელია, სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა და აღმოფხვრა. ამიტომ, კონკურენციის სააგენტომ რეკომენდაცია გასცა, რომ სექტორში არსებული პრობლემები ძირეულად იქნეს შესწავლილი და ამის შემდგომ კანონი შეიქმნას. ” - განაცხადა ჭყონიამ.



მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს თემები, რაც სასამართლოს გარეშე კანონით დარეგულირდება.



როდესაც ასოციაციაში პრობლემები გვაქვს, ისმის სიტყვები - სასამართლოს მიმართეთ. სანამ სასამართლოში პროცესი ჩაინიშნება და შედეგს მიაღწევ, შესაძლოა კომპანია გაკოტრდეს.



მოხარული ვარ, რომ რითეილერთა ასოციაცია შეიქმნა, სადაც მსხვილი მოთამაშეები არიან გაერთიანებულები და ჩვენ შორის ურთიერთობა კონსტრუქციულად მიდის. ჩვენ ორი ოფიციალური შეხვედრა გვქონდა, სადაც არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ, თუმცა აზრების შეჯერება პირველივე შეხვედრაზე თავისთავად ვერ მოხდებოდა.



ასოციაციაში ჩვენი პრობლემები გვაქვს, რითეილ სექტორი კონკრეტულ საკითხებზე ცალმხრივად არ დათანხმებოდა, რადგან ასოციაციის პრობლემები ასე მარტივად მოგვარებადი რომ ყოფილიყო, ახლა პრობლემებზე არც ვისაუბრებდით.” - აღნიშნა ჭყონიამ.



ცნობისთვის: ბიზნესის პრობლემა შესაძლოა კანონმა დაარეგულიროს. საუბარია სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების ურთიერთობაზე, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტარმა ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. BMG-სთან საუბარში ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მხარეებს ამ შემთხვევაში დისტრიბუტორებს და “საცალო მოვაჭრეებს დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები აქვთ” და შეხვედრების გამართვის მიუხედავად, შეჯერება ვერ მოხერხდა. ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება.