მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივა ჭყონია: ლარი კი არ გამყარდა, არამედ დროებით დასტაბილურდა

5df08bd182e90
ინგა მურუსიძე
11.12.19 10:47
1832
ვისაც ეს არ ესმის, არ იცის და არის ბედნიერი გუშინდელი დღით, მინდა ვთქვა, რომ ლარი კი არ გამყარდა, არამედ დროებით დასტაბილურდა, - ამის შესახებ "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარე ივა ჭყონიამ გადაცემა „საქმიანი დილაში“ განაცხადა და დასძინა, რომ ლარის ნიშნული ფასების შემცირებას არ გამოიწვევს.

"ვისაც ჰგონია, რომ ლარი გამყარდა, მინდა ავუხსნა, ეს პერიოდი დროებით დასტაბილურებას ნიშნავს. იმ ფონზე, როცა ბოლო სამი თვის განმავლობაში რეფირანსირების განაკვეთი სამჯერ შეიცვალა, ბოლო სამი თვის განმავლობაში 150 მლნ-მდე დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა და კვლავ დაახლოებით, სამის ნიშნულთან ტრიალებს ლარი, ამას ლარის გამყარება არ ჰქვია. ამას ვამბობ მათთვის, ვისაც ეს არ ესმის, არ იცის და არის ბედნიერი გუშინდელი დღით, რომ 1 დოლარი ღირს 2,92. ვისურვებდი, რომ ეს ნიშნული შეგვენარჩუნებინოს, მაგრამ ეს გამყარებას არ ნიშნავს. ეს არის მხოლოდამხოლოდ სტაბილურობა და არ გამოიწვევს ფასების ქვემოთ და ქვემოთ წამოსვლას“, - განაცხადა ჭყონიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია, პროცესში ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ჩაერთოს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად შეძლებს სებ-ი ლარის გამყარებას ვერ გეტყვით, თუკი ქვეყნის ეკონომიკური გუნდი არ ჩაერთო აქტიურად, თუ ქვეყანაში არ განვითარდა ბიზნესი, თუ არ განვითარდა ადგილობრივი ბიზნესი, ადგილობრივი წარმოება და თუკი ხელი არ შეეწყო ადგილობრივ წრამოებას და სტაბილურობას ქვეყანაში, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, რა კუთხითაც სავალალო მდგომარეობაა დღეს. ეს ყველაფერი კიდეც აისახება ინვესტიციების მოცულობაზე, რაც მეორე კვარტალში 50%-ით არის შემცირებული“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.