მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივა ჭყონია: ლარს COVID-13 შევარქვი

5f64c064c05b3
ლიკა გურაბანიძე
18.09.20 22:30
1014
“სებ-ის მხრიდან კომენტარები არის ისეთი, რომ განწყობები ლარის გაუფასურებას იწვევს და ლარს ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები აუფასურებს. ამიტომ, ლარს ძალიან მარტივად COVID-13 შევარქვი, რადგან 2013 წლიდან სენი სჭირს, რომელიც განუკურნებელია.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

ჭყონიას თქმით, ლარი გარკვეული პერიოდი სტაბილურდება, მაგრამ იმ ნიშნულს რა ნიშნულსაც გაუფასურების პერიოდში იღებს, აუცილებლად ისევ უბრუნდება.

“ამის გამომწვევი მიზეზები იცით რა არის? 2020 წლის აპრილ-ივნისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 10 000 მლნ ლარს შეადგენს, ეს იმ დროს, როდესაც ბიზნესი ხალხს სახლში უშვებს. ამ დროს მთავრობა თავის თავს იმის საშუალებას აძლევს, რომ დაახლოებით 19%-ით გაზარდოს შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასი.

ასევე, 6 თვის განმავლობაში 11 მლნ ლარს შეადგენს სამივლინებო ხარჯები.

იცით რა არის გამოსავალი?

ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს და მივლინებები საერთოდ უნდა მოიხსნას, ასევე რაც შეიძლება მეტი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა დაიხარჯოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ფულმა იტრიალოს.” - განაცხადა ჭყონიამ.

როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, მდგომარეობის გამოსასწორებლად სებ-ის და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

“თუ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთობლივად არ იმუშავა არ გვეშველება.

ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკი კვირაში ერთხელ 40 მლნ დოლარს ყიდის და ლარი იმის ნაცვლად რომ გაჩერდეს მაინც წინ მიდის.

ინვესტიციების შემოდინება წინა წლებში იყო, 2020 წელს არავის გვაქვს იმის ილუზია, რომ ინვესტორები შემოვლენ, ამიტომ ქვეყნის შიგნით უნდა ვნახოთ რესურსი, როგორ გადავარჩინოთ რიგითი ლარი.

მთავრობა მეტად მობილიზებული უნდა იყოს, თითოეულ ლარზე რომელსაც ხარჯავს.” - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის, სექტემბერში ლარი დოლართან მიმართებით ჯამურად 14 თეთრით გაუფასურდა.