“თუ ლარის კურსს ვერ დაიჭერენ, სუპერმარკეტები მუზეუმად გადაიქცევა, სადაც ხალხი სურსათს მხოლოდ დაათვალიერებს” - ასეთი მძიმე მოლოდინი აქვს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს ივა ჭყონიას.
როგორც bm.ge-ისთან ივა ჭყონია აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი ძალიან სწრაფად არ გადადგამენ ნაბიჯებს და ლარის გაუფასურებას შესაბამისი ინსტრუმენტებით არ შეაჩერებენ, ბიზნესი ფასების დაჭერას ვერ შეძლებს.
“ახალი არავისთვისაა, რომ იმპორტირებული ეკონომიკა გვაქვს - ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში. თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი გაძვირდება. კერძო სექტორსაც აქვს შესაძლებლობების ლიმიტი, მაშინ გვითხრან, როგორ მოვიქცეთ. მძიმე პრობლემების წინაშე არიან ადგილობრივი მწარმოებლებიც, რადგან ნედლეული იმპორტიორებულია და ლარის კურსი მათთვისაც მძიმე ტვირთია.
ვხედავთ, ეროვნული ვალუტა უკვე პანიკურად უფასურდება და არც ეროვნულო ბანკი და არც მთავრობა არაფერს აკეთებს, განცხადებებსაც არავინ აკეთებს, რომ დაამშვიდონ ბაზარი. 10-წლიანი განვითარების გეგმა კი არა, ხვალ რას ვაკეთებთ, ის არ ვიცით... პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ვერც პანდემიას დავაბრალებთ სრულად - ფაქტია, წლებია, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა გამოწვევაა და რამდენჯერაც დაგვისვამს კითხვები - რა გეგმა აქვს სებ-ს და მთავრობას, ვერც ერთხელ პასუხი ვერ მივიღეთ”, - აცხადებს ივა ჭყონია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი