მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივა ჭყონია: პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ლართან დაკავშირებით

5e70cd1bc506b
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.20 10:15
1149
დამერწმუნეთ, რომ მარაგები საკმარისზე მეტია და დეფიციტი არცერთი კუთხით არ შეიქმნება, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა. საქმე იმაშია, რომ გუშინ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ფინანსური და ლოგისტიკური, მათ შორის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებისა და არსებული ფასების შენარჩუნების საკითხების განხილვა გაიმართა.

როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მომხმარებლის პანიკური ქცევა აისახება ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებაზე გრძელვადიან პერიოდში.

„როგორც დედაქალაქის მაღაზიებში, ასევე რეგიონებშიც მარაგები არის საკმარისი და მიწოდების პრობლემა არ იქნება. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ, არ მიეცნენ არანაირ პანკას, პანიკის საფუძველი ზუსტად რაც არის ახლა და პანიკაში ნაყიდი პროდუქცია იწვევს იმას, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით - ეს გაუფასურება უფრო მეტად დაარტყამს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება - პანიკურ სიტუაციაში პირველადი მოხმარების პროდუქციის შეძენა. დამერწმუნეთ, რომ მარაგები საკმარისზე მეტია, და დეფიციტი არცერთი კუთხით არ შეიქმნება. არანაირი საფრთხე დეფიციტის შექმნის, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქციის, ამ ეტაპზე არ არსებობს“, - განმარტა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსთან დაგეგმილი ბროძოლის პრევენციული ღონისძიებებისა და დაგეგმილი რეგულარული შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.