10.აპრილი .2021 22:30

ივანე ჩხაიძე: ექიმს ვაქცინის გაკეთებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს

ივანე ჩხაიძე: ექიმს ვაქცინის გაკეთებაზე შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს
views 264
უკან

“ქვეყანას ვაქცინაციის დიდი მოლოდინი ჰქონდა და მოსახლეობის აქტიურობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე გვეგონა.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

“ჩვენ წლის ბოლოსთვის 1.5 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია გვქონდა განსაზღვრული. ეს ყოველდღიურად 5 000 ადამიანის ვაქცინაციას გულისხმობს, რაც მოსახლეობის სამიზნე 60%-იანი მოცვაა. ასე გვექნებოდა ისეთივე მდგომარეობას, როგორიც ბრიტანეთს აქვს.” - აღნიშნა ჩხაიძემ.

ასევე როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არ უნდა სჭირდებოდეს.

“ის ექიმი, რომელსაც აცრასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია სჭირდება, ჩემი შეხედულებით სრულფასოვნად მომზადებული არ არის, რადგან ექიმს იმის შესახებ თუ რა არის ვაქცინაცია, ვინმეს შეხსენება და ხელის წაკვრა არ უნდა სჭირდებოდეს.” - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.