მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე გოგლიძე: “კულა” უნდა შეზღუდო და მცირე საწარმო წაახალისო

6139150ad43d5
ნინი ლონგურაშვილი
09.09.21 01:00
3611
10 სექტემბრიდან არასტანდარტული, სამრეწველო ვაშლის გადამუშავება იწყება. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. გადაცემა
“საქმიან დილასთან” კომპანია “კულას” დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ აღნიშნა, რომ შეღავათები მთავრობამ პატარა კომპანიებს უნდა შესთავაზოს და დიდი კომპანიები, ისეთი, როგორიც არის “კულა”, შეზღუდოს, რათა მცირე ბიზნესებმა განვითარება და კონკურენცია შეძლონ.

“მე ვფიქრობდი და მოვახსენე კიდეც მთავრობას, რომ ახალი საწარმოები, რომლებიც შეიქმნება საქართველოში, შეღავათები მათზე უნდა იყოს დაწესებული. ახალი საწარმო, რომელიც გაიხსნება, მაგალითად “კულას” ვერ გაუწევს კონკურენციას, ამიტომ სახელმწიფო რადგან ჩაერია, იმაშიც უნდა ჩარეულიყო, რომ მცირე საწარმოს ჰქონდეს განვითარების საშუალება. “კულა” უნდა შეზღუდო და სხვა საწარმო წაახალისო, რომ ის საწარმო წლების განმავლობაში დადგეს ფეხზე. პატარა საწარმოებს განვითარების საშუალება უნდა მივცეთ. მე ადრეც დავაყენე ეს საკითხი“, - ამბობს ივანე გოგლიძე.

ცნობისთვის, ფერმერები, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე მოქმედებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.

პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით გაიცემა.