მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: 2021 წელს თბილისში ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას 5 ათასამდე დელეგატი დაესწრება

5f70f099d8dca
BM.GE
28.09.20 00:01
961
2021 წლის მაისში თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა არის დაგეგმილი. ყოველწლიურ შეხვედრაში 5000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა არაერთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, კერძო სექტორის აღმასრულებლები და სხვა. გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ პანდემიის გამო შესაძლოა შეხვედრის თარიღმა სექტემბრამდე გადაიწიოს, თუმცა მას დიდი იმედი აქვს, რომ დაგეგმილი ღონისძიება თბილისში მაინც შედგება. 

"ADB არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტი და განვითარების პარტნიორია. იცით რომ რამდენიმე წლის წინ საქართველომ უმასპინძლა EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას, მინდა გითხრათ, რომ ეს კიდევ უფრო მასშტაბურია თავისი წარმომადგენლობით. სხვადასხვა მონაცემით, 3-დან 5 ათასამდე ვვარაუდობთ სტუმრებს და არის ძალიან დიდი მოლოდინი. არაერთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები, საერთაშორისო ბიზნესების, საფინანსო სექტორის აღმასრულებლები. როგორც წესი ის ტარდება მაისის პირველ კვირაში, თუმცა პანდემიამ ყველა დაგვაყენა იმ საფრთხის ქვეშ, რომ შეიძლება ცოტა გადაწყევა მოგვიწიოს და სექტემბერში გაიმართოს.

იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ, რომ ვუმასპინძლოთ, რადგან საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ რათა მოგვეპოვებინა მისი ჩატარების უფლება,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველომ ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის გამართვის უფლება 2019 წელს მოიპოვა. 

ივანე მაჭავარიანი "Forbes-ის კვირაში"