"შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მიმართულებით. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ფინანსთა მინისტრმა თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების აქციზის გადასახადი დაასახელა.
მისი თქმით, გასულ წელს გამოსწორდა ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და გამარტივდა ადმინისტრირება.
"თამბაქოზე აქციზის გადასახადით დაბეგვრის მანამდე არსებული სისტემა თამბაქოს უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს ერთი მხრივ, ამცირებდა ბიუჯეტის შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, არათანაბარ პირობებში აყენებდა მთელ სექტორს. აქციზით დაბეგვრა დამოკიდებული იყო შეფუთვის ოდენობაზე, რაც გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით გამოსწორდა. ასევე, განსხვავებული აქციზის განაკვეთი არსებობდა სიგარეტის სხვადასხვა სახეობაზე, რაც დიდ დანაკარგს გვაძლევდა აქციზის შემოსავლებში. აქციზის განაკვეთის გათანაბრებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრირების პროცესი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ადმინისტრაციული და სამართალდამცავი სტრუქტურების ღონისძიებები, რომელთა მიზანს არალეგალური თამბაქოს ნაწარმის გამოვლენა წარმოადგენდა.
"2019 წელს გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა/ვაჭრობის 1500-ზე მეტი ფაქტი და ამოღებულია 470 ათასზე მეტი კოლოფი სიგარეტი. ამ ღონისძიებებმა არსებითი შედეგი გამოიღო და გასულ წელს, მხოლოდ თამბაქოს პროდუქციიდან აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 724 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მიღწეული შედეგებით ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება და ეს ადასტურებს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორეს", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, თამბაქოს სექტორში კვლავ შეინიშნება გარკვეული სირთულეები, განსაკუთრებით, ელექტროსიგარეტებთან მიმართებით.
"ჩვენი პირველადი დათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მლნ ლარამდე თანხას კარგავს და ვფიქრობთ, ერთობლივი ღონისძიებებით მივაღწევთ სასურველ შედეგს", - განაცხადა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი