მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: დღეს საბაჟო სერვისების 100% ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს

5dee50b5b9a46
BM.GE
09.12.19 17:46
709
დღეს, საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, საბაჟო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის, ელექტრონული სერვისების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების საბაჟო პროცედურებს.

„სერვისების ნაწილში, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს და ამ კუთხით, ძალიან ვუახლოვდებით „ციფრული საბაჟოს“ კონცეფციას“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წელს, პირველად გახდა შესაძლებელი საბაჟოზე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოდგენა, რაც ამარტივებს საბაჟო ადმინისტრირებას გადამხდელებისთვის და კიდევ უფრო დაცულს ხდის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.