ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას, როდესაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რადგან აღნიშნულ ფორუმს ყოველ წელს ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოში და მის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება მინიმუმ 5000 ადამიანი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ბანკის პრეზიდენტმა ჩვენ მხარდაჭერა აღგვითქვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ ფორუმის თბილისში ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. ვფიქრობთ, 15 ნოემბრამდე ეს კენჭისყრა ჩატარდება და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შანსი ყველაზე მაღალია სხვებთან შედარებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი