"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს შევძლებთ ტურიზმის ნახევარი დავიბრუნოთ. 40-50% თუ დაბრუნდა ტურისტის ეს დიდი საქმე იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტური იქნება,"- გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა ინვესტორებისთვისაც დადებით სიგნალებს გააჩენს.
"ფაქტი ერთი რამე არის, რომ იცით პანდემიამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს, ანუ ჩვენი მომსახურების ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პოტენციალს. ეს კი ლარზე ზეწოლას ახდენდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად რაც პანდემია დაიწყო ეს ზეწოლა არსებობს ლარზე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2021 წელს შევძლებთ ტურიზმის ნახევარი დავიბრუნოთ. 40-50% თუ დაბრუნდა ტურისტის ეს დიდი საქმე იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტური იქნება. უშუალოდ ტურიზმის შემოსავლები კიდევ სხვა თემაა, რადგან $3 მილიარდი როდესაც იყო ამ მხრივ შემოსავალი, ის იმპორტსაც ასტიმულირებდა და წმინდა შემოსავალი შეიძლება უფრო $1-1.5 მილიარდი დოლარი გვეფიქრა რომ იყო ამ მიმართულებიდან. შესაბამისად, მისი ნახევარის აღდგენაც ძალიან დიდი საქმეა. ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა გაააჩენს პოზიტიურ სიგნალებს ინვესტორებში, ეკონომიკაში და რასაკვირველია ეს ყველაფერი ლარზეც აისახება,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეთა 1.3 მილიონი ვიზიტი შედგა, მათი უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალში, საზღვრების ჩაკეტვამდე იმყოფებოდა ქვეყანაში. 2019 წელთან შედარებით ტურიზმის მაჩვენებელი 75%-ით არის შემცირებული. კიდევ უფრო მჯეტად არის შემცირებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. შედარებისთვის, 2019-ის აგვისტოში ტურიზმის შემოსავალი $412 მლნ იყო, წელს მხოლოდ $15 მილიონია.
საქართველოს ტურისტული სექტორი დღეს რეგიონის ქვეყნებში ეპიდემიური ვითარების გაუმჯობესებაზეც არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანაში ყოველწლიურად ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოდიოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის