12.მარტი .2020 13:20

ივანე მაჭავარიანი: ლარის კურსზე საუბარი არავის მხრიდან იქნება სერიოზული

views 461
უკან

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამ დროისთვის ლარის კურსზე საუბარი "არავის მხრიდან არ იქნება სერიოზული". მინისტრი ამბობს, რომ პროგნოზის გასაკეთებლად, ვითარების დასტაბილურება არის აუცილებელი. 

"ლარზე ბევრს ვერავინ ვერაფერს იტყვის. ფაქტია, რომ ნამდვილად ეგეთი შოკია მსოფლიოში, რომ ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში. დღეების მიხედვით ლარის კურსზე კომენტარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია. დრო უნდა გავიდეს, რომ შევხედოთ რა კურსზე დასტაბილურდება ის. ამიტომ ამაზე [ლარის კურსზე] საუბარი არავის მხრიდან არ იქნება სერიოზული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონის ქვეყნებში შოკური გაუფასურების მიზეზი როგორც კორონავირუსი, ასევე ნავთობის ფასების ვარდნა გახდა. 

"შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადდა პანდემია. შესაბამისად, ეს აისახება გლობალურად, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, საფინანსო ბაზრებზე. ჩვენ ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში - რუსეთში რუბლი 16-17%-ით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს ნავთობის ფასის ვარდნაც. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას და მოხდა მისი 3%-ით გაუფასურება. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში ნეგატიური მოლოდინების ფონზე, გარკვეულწილად სპეკულატიური, მოკლევადიანი ზეგავლენა", - განაცხადა მინისტრმა. 

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.93 ლარი ღირს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა