ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სონღულაშვილის მოსაზრებას პასუხობს იმის შეახებ, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დელარიზაცია გამოიწვია.
"რაც შეეხება ლარიზაციას, ეს მნიშვნელოვანი თემაა. ბევრი კითხულობს ამ 200–ათას ლარიანი ზღვარის ჩამოწევაზე. ერთის მხრივ, ამ ჩამოწევამ მოკლე ვადაში შეიძლება, ცოტა დაასტაბილუროს დოლარის მიწოდება ბაზარზე, მაგრამ ეს ვერ იქნება ძალიან მასიური. მეორეს მხრივ, სამომავლო რისკებს მაინც უტოვებს იმ ადამიანებს, ვინც 10-20 წლის განმავლობაში უნდა ისტუმრონ იპოთეკური სესხები. ეს სამომავლო წლებში დოლარზე ზეწოლას უნარჩუნებს, შესაბამისად ეს ლარიზაციის საკითხია. აქ ვიმსჯელოთ, გახსნილი ვართ ამაზე, შევხედოთ. ახლა უძრავი ქონების ბიზნესს ყველაზე უფრო რა აწუხებთ, ვნახოთ. მე მგონია, რომ ზოგადად შემოსავლის დადასტურების ნაწილში და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ნაწილში შემდგომ შემსუბუქებებში ვიფიქროთ სხვა ტიპის საკითხებზე, თუმცა ჩემი მოსაზრებაა, რომ მე ლარიზაციას არ შევწირავდი ამ თემას.
ლარიზაციის ნაწილში მაინცდამაინც უკან დახევას არ მივესალმები, თუმცა ერთის მხრივ, შეიძლება დავასტიმულიროთ სამშენებლო სექტორი და ლარსაც ზეწოლა შევუმსუბუქოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ლარზე ზეწოლა სამომავლოდ გადაგვაქვს. ამიტომ ეს უბრლაოდ ასაწონი საკითხია. ლარიზაციას ასე იოლად არ შეველეოდი.
ლარიზაციას მაინც პრიორიტეტად ჩავთვლიდი და არ დაგიმალავთ, რომ მენანება ლარიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯების ასე ხელაღებით გადაგდება. სხვა ნაწილში, გაცილებით გახსნილი და ლიბერალური ვიქნებოდი", – განაცხადა მაჭავარიანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი