მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: საუბარი, რომ 2021 პოსტკრიზისული წელი იქნება, ნაადრევია

5f99805d4bdab
თელარა გელანტია
28.10.20 18:40
975
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ 2021 პოსტკრიზისული წელი იქნება, ნაადრევია.

ამის შესახებ მინისტრმა bm.ge-სთან ინტერვიუში covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მსხვილი დამსაქმებლების იმ 2 თხოვნაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საშემოსავლო გადასახადზე არსებული შეღავათების კიდევ 6 თვით გაგრძელებას და ასევე, ტურიზმის ინდუსტრიისთვის გადავადებული გადასახადების საერთოდ ჩამოწერას შეეხებოდა.

იმ მიზეზით რომ 2 დღეში საპარლამენტო არჩევნებია, მინისტრმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ახალ პარლამენტს და მთავრობას მოუწევს, მაგრამ თქვა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიდის და „ყველაფერი იქ გამოჩნდება“.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს შეხვედრები და განვიხილავთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებს. ტრადიციული საბიუჯეტო თემების გარდა მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ყველა საკითხი, ვგულისხმობ იმას, თუ როგორი იქნება პანდემიის გავლენა 2021 წელს. სამწუხაროდ, ჩვენ ვიძახდით, რომ 2021 წელი იქნებოდა პოსტპანდემიური, პოსტკრიზისული წელი, მაგრამ მსოფლიოში დღევანდელ დინამიკას თუ გადავხედავთ, ყველა შედის პანდემიის პიკში და იმაზე საუბარი, რომ 2021 წელი პოსტკრიზისული იქნება, ნაადრევია, რადგან შეიძლება ის უფრო პანდემიური იყოს, ვიდრე - 2020. ამიტომ ეს ყველაფერი მოითხოვს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სრულად გადააზრებას და იმ რისკების ინკორპორირებას ბიუჯეტში, რაც შეიძლება ეკონომიკას პოტენციურად დააწვეს. მათ შორის არის ისეთი საკითხები, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადზე შეღავათების გაგრძელება თუ კონკრეტული სექტორისთვის საგადასახადო შეღავათების ჩამოწერა. ეს ყველაფერი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემდეგ ვერსიაში გამოჩნდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.