მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდთან პროგრამის ზრდას ვგეგმავთ

5e71dea280877
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 12:34
1124
საქართველოს მთავრობა საერთაშორისიო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და საქართველოში IMF-ის წარმომადგენელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობას სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც აქვს მოლაპარაკებები. 

"მსოფლიოს ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაზე მძიმე დარტყმას მიიღებს ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორი, როგორიც არის ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სფეროები და ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე საკმაოდ ნეგატიური ფაქტორი, რაც არის ნავთობის ფასების კოლაფსი. ამან ჩვენი ეკონომიკა დამატებითი გამოწვევის წინაშე დააყენა. მინდა დაგარწმუნოთ რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყელა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ მარტო არ ვართ. ამ დღეებში ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს. პირველ რიგში ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო.

ჩვენ ვგეგმავთ IMF-ის პროგრამის ზრდას, საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები სხვა დონორებთან და მათგანაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული დახმარებების მობილიზება. ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ კარგად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები. მოცულობით პაკეტს წარვადგენთ სტიმულირებებისთვის,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

დღესვე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და არ გამორიცხა, რომ კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაზარდოს.

ივანე მაჭავარიანის განცხადება: