მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდთან ვჯერდებით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ის ფარგლებში იქნება

5f6f3176ac19e
BM.GE
27.09.20 11:58
1069
“სავალუტო ფონდთან ვჯერდებით, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 5% ის ფარგლებში იქნება.” - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში “Forbes კვირა” გიორგი ისაკაძესთან საუბრისას განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, IMF-თან ყველაზე რთული მოლაპარაკების ნაწილი ბიუჯეტის დეფიციტია. 

"მოგახსენებთ ბიუჯეტის დეფიციტზე რა მიდგომა გვაქვს. ჩვენ წელს დაახლოებით 8%-მდე გვქონდა ასე ვთქვათ დეფიციტის დონე დეფიციტის შეთანხმებული. შემდგომი გზამკვლევი და განვითარების გეგმა დეფიციტის მიმართულებით დაახლოებით ასეა - დაახლოებით 2023 წელს ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენთვის მისაღებ დონეს დეფიციტის, რაც არის მშპ-ის 3%-ზე ქვემოთ. როგორც იცით კანონითაც შეზღუდულია როგორც იცით და საქართველოს და ჩვენი მოწყვლადობის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეფიციტი დავიდეს სტაბილურ დონეზე. დეფიციტის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით. 2021 წელს განსაზღვრულია 5%-იანი დეფიციტი, შემდეგი შეთანხმება იქნება 2022 წლისთვის და ის ასევე 3%-ზე ზევით იქნება ჯერ კიდევ და 3%-ს უნდა დავუბრუნდეთ სადღაც 2023 წელს,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

"Forbes-ის კვირის" ეთერში ფინანსთა მინისტრმა 2021 წლის გაზაფხულზე დასაფარი $500-მილიონიანი ევრობონდების შესახებაც ისაუბრა. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამჟამად საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ ეს ვალდებელება ახალი სესხის აღების გარეშე დაფაროს, თუმცა ამ საკითხზე უფრო ზუსტი პასუხი მთავრობას მოგვიანებით ექნება. 

“რაც შეეხება ევრობონდებს, ბიუჯეტში აისახება როგორც დაფარვა, ავიღებთ თუ არა იგივე სესხს ამაზე ინვესტორებთან ვსაუბრობთ და იმ ვერსიას სერიოზულად ვამუშავებთ, რომ დავფაროთ, თუმცა ჯერ კიდევ დრო გვაქვს.

შეიძლება ჩვენ საშუალება გვქონდეს, ევრობონდი დავფაროთ, ვალის შემცირება კარგი სიგნალი იქნება. IMF-თან ყველაზე რთული მოლაპარაკების ველი ბიუჯეტის დეფიციტია.

წლის ბოლოს უფრო მეტი პოზიტივი თუ იქნება, შესაძლოა დავფაროთ, თუ მეტი რისკია, მაშინ შეიძლება ბუფერად გამოვიყენოთ. ბოლო შესაძლო მომენტამდე ამ ორივე ოფციას შევინარჩუნებთ. მეტი ინფორმაცია გვექნება და უფრო სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევების ფონზე რეფინანსირების გარეშე დავფაროთ ევრობონდები ეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება და საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებით საგრძნობლად შეამცირებს” - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

10-წლიანი ვადიანობის და $500 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდები საქართველოს მთავრობამ 2011 წელს გამოუშვა. მათი დაფარვის თარიღი 2021 წლის 12 აპრილს იწურება.

ივანე მაჭავარიანი "Forbes-ის კვირაში"