მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე ბიუჯეტში ცვლილებები შევა

5e4e526e349e1
ინგა მურუსიძე
20.02.20 13:34
1019
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე ბიუჯეტში ცვლილებები შევა.

როგორც მაჭავარიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბიუჯეტი სავარაუდოდ 200 მლნ ლარიანი ზრდით დაკორექტირდება.

"მინდა სიხარულით გითხრათ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს თებერვლის მონაცემები, ანუ იანვრის ბრუნვები. საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მე დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გაზაფხულზე შემოვალთ არანაკლებ 200 მლნ-ით ბიუჯეტის კორექტირებით, ზრდისკენ, რადგან შემოსავლებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. მთავარი შემოტრიალება, რაც შემოსავლების სამსახურის მიმართულებით და მართვის და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით მოხდა, გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეკონომიკას პოლიტიკური არასტაბილურობა საშუალოვადიან პერსპექტივაში უქმნის საფრთხეს, თუმცა დღეს პრაქტიკულად ბიუჯეტს არ ექმნება საფრთხე, თუმცა თუკი ინვესტორს ვაწყენინებთ და ის არ შემოვა ქვეყანაში, ეს ამ წლის ბიუჯეტს არა, თუმცა შემდეგი წლების განმვითარებას შეაფარხებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.