02.ივლისი .2020 12:14

ივანე მაჭავარიანი ვერ აზუსტებს, გაიხსნება თუ არა საჰაერო მიმოსვლა აგვისტოში

views 494
უკან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჟურნალისტების კითხვაზე, გაიხსნება თუ არა მიმდინარე წლის აგვისტოდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია. შესაბამისად, ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღი მთავრობას ჯერ არ აქვს დადგენილი. 

"დღეს ვერც ამაზე [აგვისტოში ფრენების დაწყებაზე] ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად საბოლოოდ ვერ გეტყვით. მე გეუბნებით იმას, თუ აქამდე რატომ არ გაიხსნა ფრენები და ამის უკან რა ანალიზი დგას. საბოლოო ჯამში სელექტიურად შეიძლება გაიხსნას ისევ, ან/და კონტროლის სხვადასხვა პირობებით,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზღვრები საერთაშორისო მიმოსვლისთვის 1 ივლისს უნდა გაეხსნა, თუმცა, თარიღმა გადაიწია.