ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით საერთაშირისო დახმარების $1.6-მილიარდიანი პაკეტიდან, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად იღებს, $1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულებებზე ხელი უკვე მოწერილია. მინისტრის თქმით, დანარჩენი $400 მილიონის სასესხო შეთანხმებების რატიფიკაციას სავარაუდოდ შემდგომი მოწვევის პარლამეტი მოახდენს. გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კერძო სექტორიც საერთაშორისო პარტნიორებისგან დაახლოებით მსგავსი ოდენობის დახმარებას მიიღებს.
“ამ მომენტისთვის 1.2 მილიარდ დოლარზე მეტზე უკვე ხელი მოწერილია და დაახლოებით $400 მილიონი დოლარის რესურსის შესახებ უკვე პრაქტიკულად მოლაპარაკებები დასრულებულია და რატიფიცირებები დაიწყება. შეიძლება ახალ პარლამენტს მოუწიოს პირველივე სესიაზე მათი რატიფიცირება. შესაბამისად ეს არის $1.6 მილიარდი დოლარის მიდამოში,” - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრის თქმით, სწორედ ეს თანხა არის გარანტი იმისთვის, რათა 2020 და 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტით დაგეგმილი არცერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და პროგრამის შეფერხება არ მოხდეს.
“მე მინდა გითხრათ, რომ ფისკალურად მშვიდად ვართ და დაცულები ვართ, როგორც 2020-ში, ასევე 2021 წელსაც. დაცულობა ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა იმ მთავარ, მიმდინარე პროექტს და ახალ დაანონსებულ პროექტს, როგორიცაა მაგალითად პენსიების მატება, ინდექსაციის მეშვეობით, ამ პროექტებს არაფერი არ ემუქრება. არც პენსიებს და არც სოციალური ვალდებულებების და სხვა პროგრამების შესრულებას არ ემუქრება არაფერი. ასევე არაფერი არ ემუქრება არცერთ მეტნაკლებად მსხვილ, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაზეც უკვე ვალდებულება გვაქვს აღებული და რომელთა განხორციელებაც უკვე იმპლემენტაციის პროცესშია, ან დაგეგმილია და გაისად უნდა დავიწყოთ მისი განხორციელება. ამ ნაწილში დაგვეხმარება ის ფინანსები რაც მოვიპოვეთ და მოვიპოვეთ მეტობით,”- აცხადებს ივანე მაჭავარიანი.
ახალი საგარეო ვალდებულებების აღების შედეგად, 2020 წელს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის 55%-ს მიაღწევს, ხოლო მიმდინარე წელს კი ბიუჯეტის დეფიციტი 8%-მდე იზრდება. ივანე მაჭავარიანის თქმით, დეფიციტი 2021 წლისთვის 5%-იან ნიშნულზე იგეგმება, 2023 წლიდან კი ის 3%-ს უნდა დაუბრუნდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის