15.სექტემბერი .2020 13:16

ივანე მაჭავარიანმა IMF-ის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

views 170
უკან

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ონლაინ ფორმატში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება, ისევე როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას და სწრაფ აღდგენას“, - ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.

წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია მუშაობას ოქტომბერში გააგრძელებს.