მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში თავისი ბიზნესების მომგებიანობით უკმაყოფილოა

5ffdfb37dff6a
BM.GE
13.01.21 00:23
1485
“მინდა გითხრათ, რომ გეთანხმებით და ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ“, - ასე უპასუხა მილიარდერმა ბიძინა ივანიშილმა entrepreneur-თან ინტერვიუში კითხვას, რომელიც მის მიერ საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნებას შეეხებოდა. საქმე იმაშია, რომ როგორც ინტერვიუში თავად ივანიშვილმა თქვა, მისი რიგი კომპანიები დღემდე ზარალიანია.

„რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ქართუ ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნეს-კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია... გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა სჭირდებოდა ქვეყანას“, - განაცხადა ივანიშვილმა.