27.ნოემბერი .2019 22:58

ივანიშვილი: “ჩემგან ითხოვენ ხალხი რატომაა უმუშევარი”

views 2427
უკან

“ჩემგან ითხოვენ ხალხი რატომაა უმუშევარი”, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა. მან ოპოზიციის მხრიდან ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არგუმენტირებულად ვერ დაამტკიცებენ, რომ რაღაც მათ დროს კეთდებოდა უკეთესად და პრეტენზია აქვთ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

„სამწუხარო რეალობაა, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, მაგრამ ჩვენ თუ ობიექტურ ანალიზს არ გავაკეთებთ და ამას ივანიშვილის მივაბრალებთ, მივიღებთ ახალ უბედურებას... მოვიდნენ არგუმენტირებულად გვასწავლონ რას ვაკეთებთ ჩვენ ან ვერ ვაკეთებთ, ისე როგორც საჭიროა და გვასწავლონ უკეთესი გზა.. არა ეს არ ხდება... არგუმენტები არ აქვთ, და ვიტყვი, ყველა მიმართულებით, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, ეკონომიკა იქნება, ადამიანის უფლებები იქნება, ყველა მიმართულებით პრინციპულად უკეთესი შედეგები გვაქვს, ვერცერთს ვერ დაასახელებენ და დადებენ, რომ რაღაც მათ დროს კეთდებოდა უკეთესად და პრეტენზია აქვთ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.