მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი Credit Suisse-ის მხილებას “მორალურ ამოცანად” მიიჩნევს - მორიგი განცხადება

6290a5c0aad07
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.22 14:19
1090
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან დავაზე მორიგ განცხადებას აკეთებს. გამოცემა PRnewswire.com-ზე ივანიშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ მილიარდერის საბანკო გადარიცხვას ბანკი კვლავ “პოლიტიკური ზეწოლით” აყოვნებს. განცხადებაში ივანიშვილის სპიკერი მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მხილებას და ბანკის სხვა კლიენტების დაცვას მის “მორალურ ამოცანად” მიიჩნევს.

ბიძინა ივანიშვილის მორიგი განცხადება:

“ტრასტის მეურვემ ტრასტის ბენეფიციართა იმედგაცრუება განაგრძო. 2022 წლის 11 აპრილს ტრასტის ბენეფიციარის მხრიდან გაკეთდა თანხის განაწილების განაცხადი, ხოლო ტრასტის მეურვემ ამ ტრანზაქციის შესახებ კითხვები 13 აპრილს დასვა. იმის მიუხედავად, რომ 14 აპრილს ტრასტის მეურვეს სრულფასოვანი ინფორმაცია გაეგზავნა, მეურვემ 20 აპრილს მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია განაცხადის ხელმომწერის შესახებ. 2022 წლის 5 მაისს, ტრასტის მეურვემ დაადასტურა, რომ წარდგენილი მონაცემები იყო საკმარისი და გაამზადა დოკუმენტების ტექსტი ხელმოწერისთვის, თუმცა 19 მაისს ტრასტის მეურვემ პროცესი კიდევ ერთხელ გააჭიანურა და მოითხოვა ანალოგიური ინფორმაცია, რომელიც მას ჯერ კიდევ 13 აპრილს გაეგზავნა.

ეს პროცესი სრულად გამოხატავს Credit Suisse-ის ქმედებებს, რომლის კლიენტებიც წლების განმავლობაში მიმდინარე დავაში იყვნენ მსხვერპლნი. ბანკი განაგრძობს კლიენტთა იმედგაცრუებას და არასათანადო ნაბიჯებს დგამს თაღლითურად დასაკუთრებული თანხების დაბრუნებისთვის. ეს პროცესი არღვევს საბანკო საქმიანობის ყველა სტანდარტს და წარმოადგენს პოლიტიკური საბაბით ესკალაციის მცდელობას. უკრაინის ომთან დაკავშირებით მინიშნება არის უპრეცედენტო და წარმოადგენს დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო პოლიტიკურ ზეწოლას.

კლიენტი მოწოდებულია, რომ ამხილოს ბანკის ეს ქმედებები და შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები უკვე გგადაიდგა იმისთვის, რათა ტრასტის მეურვემ შეასრულოს მისი ვალდებულებები ბენეფიციარების წინაშე. ხოლო Credit Suisse-ი კი უნდა იყოს პასუხისმგებელი მისი დაფუძნებული ფირმების და ამ ფირრმებში დასაქმებულთა ქმედებებისთვის."

ბიძინა ივანიშვილის სპიკერმა საკითხთან დაკავშირებით დამატებით განაცხადა:

“ბატონი ივანიშვილი გააგრძელებს საზოგადოებისთვის Credit Suisse-ის ჩავარდნების მხილებას, რასაც ის მის მორალურ ვალდებულებად თვლის და იმედოვნებს, რომ ეს ბანკის და მისი შვილობილი ფირმების მიერ, ბანკის კლიენტთა ინტერესების შელახვის პრევენციას მოახდენს,” - ნათქვამია სტატიაში.