მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე საქართველოს მოქალაქეების გაშვებას აანონსებს

5ddeda3129250
BM.GE
28.11.19 00:16
8003
რამდენიმე ასეულ მოქალაქეს გერმანიაში ლეგალურად გავუშვებთ სეზონურ სამუშაოზე, ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა “იმედის” ეთერში უმუშევრობაზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, უმუშევრობა საქართველოს ძირითადი პრობლემაა დღეს.

„უამრავი ქართველი დღეს საშოვარზე წასულია საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და ძირითადად, აბსოლუტური უმრავლესობა მათი არის დასაქმებული არალეგალურად. ჩემი ინიციატივა იყო ეს და მამუკა ბახტაძესთან ერთად განვიხილავდით. სპეციალურად გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა, ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, როგორც სახელმწიფომ... და ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები და აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა.

აგიხსნით ახლა რა ხდება... რეალურად გაიხსენეთ პოლონეთი. ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, გაიხსენეთ ბულგარეთი, ასეთივე დაცლილია, როგორც საქართველო. პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ამას განიცდიან და თვითონაც ცდილობენ, რომ ეკონომიკა დააწიონ ამ პრობლემებს... სხვაობა ეკონომიკური ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც არის. შესაბამისად, სადაც მაღალი ხელფასია, იქ გადაედინება მუშა ხელი, არ აქვს სამუშაო ადგილი და იქ ნახულობს და ა.შ. მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები.

ამ პროცესს ჩვენ დავიწყებთ ძალიან აქტიურად... შეიძლება რამდენიმე ასეული უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. 2-3 წელიწადში პრინციპში ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.