მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი გლობალური მასშტაბის მეცენატია - ნათია თურნავა ბერას გადაწყვეტილებას აფასებს

5db012930a245
თათია ჩაფიჩაძე
23.10.19 12:40
1248
„ივანიშვილი მილიარდებს ხარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ყურადღებას უთმობს გლობალურ პრობლემებსაც“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მილიონის გადარიცხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თურნავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილების ოჯახის მიერ ქველმოქმედების მიზნით გამოყოფილ თანხებში გასაკვირი არაფერია.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამე გაუკეთებია და აკეთებს; მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იმისთვის, რომ განვითარდეს ზოგადად, საქართველოს ეკონომიკა; ეს არის უანგარი დახმარება. ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიც არის კლიმატური ცვლიელები. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები ერთ-ერთი დიდი საფრთხეა, რომელზეც ყველამ უნდა იზრუნოს", -  განაცხადა ნათია თურნავამ.