მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შესაძლებლობებს ხელიდან არ უნდა ვუშვებდეთ, მაგალითად, EU-სთან დაკავშირებით" - ბერიკაშვილი

62b0862d42f5e
ანუკა ჯოხაძე
20.06.22 22:15
801
ინფლაციის მოთოკვა და ორნიშნულიანი მაჩვენებლის შემცირება საქართველოსთვისაც გამოწვევაა, 2022 წლის მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 13,3%-ს მიაღწია, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი კლებას დაიწყებს, თუმცა სამიზნე მაჩვენებელს 2023 წლის მეორე კვარტლამდე ვერ დაუახლოვდება.

მოლოდინებზე საუბარი დღეს ჩვენთან ამ მიმართულებით ეკონომისტებს უჭირთ, თუმცა ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები ინფლაციის მოსათოკად საკმარისი არაა. მისი განმარტებით, აუცილებელია შემოსავლის ზრდა, რისთვისაც შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას ეძლევა უნდა გამოვიყენოთ.

“რა ბერკეტიც ეროვნულ ბანკს აქვს, ეს არის 1-2%-ით ინფლაციის შემცირება. ეს 1-2% ამ 13%-დან რაღაცის ფასად, არ ვიცი რამდენად გამართლებული იქნება. პრობლემა იმიტომ არის მაღალი ინფლაცია, რომ შემოსავლების ზრდა მას თან არ ახლავს. შემოსავლების ზრდაზე უნდა ვფიქრობდეთ და შესაძლებლობებს, რომელიც გვეძლევა, ხელიდან არ უნდა ვუშვებდეთ.

მაგალითად, ევროკავშირთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ნიშნავს დამატებით შემოსავლებს. აი ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და არა ხელოვნურად ინფლაციის მოთოკვაზე, რომელიც შეილება ძვირი დაგვიჯდეს", - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

ბერიკაშვილმა BM.GE-თან საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით დღეს მოლოდინები იმაზე უფრო პოზიტიურია, ვიდრე მიმდინარე წლის თებერვალში იყო. მისი პროგნოზით, წლიურად საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს, შესაძლოა, 6%-ზე მეტადაც გაიზარდოს.

“სხვადასხვა კვლევითმა ორგანიზაციებმა რომ დავთვალეთ, აღმოჩნდა, რომ არსებული მდგომარეობა საქართველოს ეკონომიკისთვის დამანგრეველი არ იქნება. უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს, ვიდრე თებერვლის ბოლოს გვქონდა.

სავარაუდოდ, წლის ჭრილში 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე მეტიც შეიძლება იყოს. იმიტომ რომ პირველ კვარტალში ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით მოლოდინები მეტ-ნაკლებად პოზიტიურია”, - აცხადებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.

მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით მთავრობაც პოზიციტიურად არის განწყობილი და 6%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდასაც ელოდება.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9% შეადგინა.