04.ნოემბერი .2019 13:04

ივანიშვილი: ვაპირებ ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ქველმოქმედებას მოვახმარო

ივანიშვილი: ვაპირებ ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ქველმოქმედებას მოვახმარო
views 2005
უკან

ჟურნალი entrepreneur-ი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში საუბარი ივანიშვილის ბიზნეს პროექტებს, წყალტუბოში 22 სასტუმროს შესყიდვის გადაწყვეტილებას და "ქართუ ფონდის" საქველმოქმედო საქმიანობას შეეხება.

ამასთან, ივანიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის საკუთარი ქონების 90%-ის ქველმოქმედებაზე დახარჯვას გეგმავს. 

"რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა...ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო,"- ამბობს ივანიშვილი. 

Bloomberg-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება $5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა