მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი: ყველა ჩემი ქველმოქმედება "დელოიტი და ტუშის" მიერ მაქვს დადასტურებული

5dded3b7295c2
BM.GE
27.11.19 23:49
2496
ყველა ჩემი ქველმოქმედება “დელოიტი და ტუშის” მიერ მაქვს დადასტურებული, - - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერვიუ მივეცი დაახლოებით ორი კვირის წინ.. შვეიცარიელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული, თავისი კოლეგა დახვდა აქ და რაღაცები შეუტრიალეს თუ შემოუტრიალეს და შემახსენა, რომ ეს ბუნებაცო ეგრე არ არისო და ეს მილიარდებიცო ქვეყნიდანო... მე ვუთხრაი გასაგებია უკვე მოახერხეს მეთქი თქვენთვის ყველაფრის გაცნობა და ასეთი რამ ვუთხარი: მე მილიარდები რაც დამიხარჯავს მეთქი, მსოფლიო ბანკის ხუთეული იცი მეთქი... "დელოიტი და ტუში" მეთქი... როგორ არ გამიგიაო. ყველა ჩემი ქველმოქმედება, რაც მაქვს მეთქი განხორციელებული, "დელოიტი და ტუშისგან" მაქვს მეთქი დამოწმებული... ამას ვაკეთებდი იმიტომ კი არა რომ ვინმე მთხოვდა, არამედ იმიტომ რომ ვინმეს არ მოეკითხა. ვერცერთი ჩემი ნათესავი და ახლობელი, მეგობარიც კი საქველმოქმედო ფონდი "ქართუდან" ვერ მიიღებს დახმარებას. ეს ხაზიც კი მკვეთრად მაქვს დაცული (სტილი დაცულია)“ , - განაცხადა ივანიშვილმა.