მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის დაპირების მიუხედავად წყალტუბოში ისევ უძრაობაა - გიორგი კანდელაკი

5f896f6ab5e61
BM.GE
16.10.20 14:00
808
"ევროპული საქართველოს" წევრებმა გიორგი კანდელაკმა, აკაკი ბობოხიძემ და ოთარ კახიძემ, წყალტუბოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

გიორგი კადნელაკის თქმით, ერთი წელი გავიდა, რაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებს გამოისყიდდა და აქ სასტუმროებს ააშენებდა, თუმცა დღესაც წყალტუბოში ისეთივე უძრაობაა, როგორიც 1 წლის წინ.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმა წყალტუბოს მოუტანს წარმატებას, სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას.

„დღეს გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ გავიდა ერთი წელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა 2019 წლის ოქტომბერში, სადაც მან აიღო ვალდებულება, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სანატორიუმს და 9 აბაზანას გამოსიყიდდა საკუთარი სახსრებით და აქცევდა მათ წარმატებისა და დასაქმების სიმბოლოდ, რომ ამ სანატორიუმებსა და აბაზანებში უნდა დასაქმებულიყო 10 000 ადამიანზე მეტი.

ერთი წლის თავზე, საზოგადოებისთვის ცხადია, რომ არაფერი არ გაკეთებულა, არც ერთი აბაზანა და სანატორიუმი, არცერთი მათგანისათვის ხარაჩოც კი არ მიუდამგთ.

ამ მშვენიერ სანატორიუმებში, ამ მშვენიერ შენობებში, ახლა უნდა ჩქეფდეს ცხოვრება, უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროები, უნდა ჩამოდიოდნენ ტურისტები და უნდა ბრუნავდეს ბევრი ფული, თუმცა ეს ასე არ არის“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის ბაზის აღდგენა და რაინეარის ბაზის გახსნა, ყოველწლიურად ქუთაისს მოუტანს მილიონზე მეტ ევროპელ ტურისტს. კახიძემ აღნიშნა, რომ სატვირთო ტერმინალის დამატებით ქუთაისის აეროპორტში, იმერეთს ექნება დიდი საექსპორტო პოტენციალი.

„ევროპული საქართველო ყოველთვის იყო ის სწორი კომპასი, რომელიც მიანიშნებდა ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებზე, როგორც ადრე, ისე დღეს. ჩვენ ვთვლით, რომ ქუთაისი უნდა გახდეს კვლავ ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქი, ქუთაისი უნდა განვითარდეს წყალტუბოსთან ერთად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აეროპორტის სრული პოტენციალი და ეს იქნება გარდამტეხი ცვლილება ქვეყნისთვის, ისევე როგორც კონკრეტულად ქუთაისისთვის და იმერეთისთვის“- განაცხადა კახიძემ.