მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის ნაჩუქარი Black Sea Arena ბიუჯეტს ტვირთად აწევს - კომპანია ზარალზეა

6152e2ec5b851
BM.GE
28.09.21 14:00
867
Black Sea Arena სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგ, ყოველწლიურად ზარალზეა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს კომპანიამ 4.6 მილიონი ლარით იზარალა. ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წელი დარბაზმა 2.2 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. Black Sea Arena-სთვის ზარალიანი იყო 2018 წელიც, რაც 4.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

2020 წლის განმავლობაში კომპანიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად 4 მილიონი ლარი მიიღო, 10.4 მილიონი ლარი იყო დარბაზის სუბსიდია 2019 წელს. ამასთანავე, 2020 წელს სახელმწიფომ საკონცერტო დარბაზს 24.8 მილიონის უძრავი ქონება გადასცა.

იმის მიუხედავად, რომ დარბაზში 2020 წელს 0 კონცერტი გაიმართა, მისი ადმინისტრაციის და საშტატო შემადგენლობის ხელფასებზე ბიუჯეტმა 2.1 მილიონი ლარი დახარჯა.

2020 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 75.7 მილიონ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე 100 მილიონზე მეტი დახარჯა ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მას შემდეგ დარბაზის შევსების ძირითადი მიზეზი სუბსიდირებული Check in Georgia-ს კონცერტები იყო.

2019 წლის მარტში Black Sea Arena სამართავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.