მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის ქონება შემცირდა – Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში ის 410-ე ადგილზეა

5f411ddf907cc
თამთა ჯიჯავაძე
22.08.20 18:12
6005
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს $25 მილიონით შემცირდა და ბოლო მონაცემებით, $5.45 მილიარდი შეადგინა. უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ამჟამად, ივანიშვილი 410-ე ადგილზეა.

გამოცემა წერს, რომ ივანიშვილმა ქონების დაგროვება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში დაიწყო. მას ბიზნესი ჰქონდა საბანკო სფეროში, უძრავი ქონების, ფოლადის და რკინის წარმოების მიმართულებით. ივანიშვილმა აქტივების დიდი ნაწილი 2003-დან 2006 წლამდე პერიოდში გაყიდა. 2012 წელს კი, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, რომელიც დაახლოებით, ერთ წელიწადში დატოვა.

ბიძინა ივანიშვილი ერთადერთია საქართველოდან, ვინც Bloomberg-ის მილიარდერთა TOP-500-ში ხვდება. ის 64 წლისაა და ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

რაც შეეხება უმდიდრესი ადამიანების პირველ ათეულს, Bloomberg-ის მონაცემებით, მათი ქონება დღეს ასე გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი – ამჟამად მისი ქონება $193 მილიარდს შეადგენს; წინა წელთან შედარებით $78.5 მილიარდით გაზრდილია.
2. ბილ გეითსი – ამჟამად მისი ქონება $122 მილიარდს შეადგენს; წინა წელთან შედარებით $8.9 მილიარდით გაზრდილია.
3. მარკ ცუკერბერგი – ამჟამად მისი ქონება $101 მილიარდს შეადგენს; წინა წელთან შედარებით $22.8 მილიარდით გაზრდილია.
4. ელონ მასკი – ამჟამად მისი ქონება $96.8 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $69.2 მილიარდით გაზრდილია.
5. ბერნარ არნო – ამჟამად მისი ქონება $82.3 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $23 მილიარდითაა შემცირებული.
6. უორენ ბაფეტი – ამჟამად მისი ქონება $78.4 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $10.8 მილიარდითაა შემცირებული.
7. მაკეშ ამბანი – ამჟამად მისი ქონება $78.2 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $19.6 მილიარდითაა გაზრდილი.
8. სტივ ბალმერი – ამჟამად მისი ქონება $76.6 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $18.5 მილიარდითაა გაზრდილი.
9. ლარი პეიჯი – ამჟამად მისი ქონება $75 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $10.4 მილიარდითაა გაზრდილი.
10. სერგეი ბრინი – ამჟამად მისი ქონება $72.7 მილიარდია; წინა წელთან შედარებით $10 მილიარდითაა გაზრდილი.

ცნობისთვის, Bloomberg-ი 500 უმდიდრესი ადამიანის ქონების ცვლილებას და რეიტინგს ყოველდღიურად ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის მიხედვით ითვლის.