27.ნოემბერი .2019 23:25

ივანიშვილის თქმით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

views 356
უკან

„საქართველო განუხრელად სწორი მიმართულებით ვითარდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობას ექნება მუდმივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

„საქართველო ყველა მიმართულებით განუხრელად სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ ის დონე, რაც ჩვენ გვაქვს დღეს და ევროპას შევადაროთ, ეს ხვალ ზეგ და ვერც ათ წელიწადში ვერ მოხდება პრინციპში. შეუძლებელია რომ ათჯერ მეტი ეკონომიკა ათ წელიწადში ამოქაჩო და დაეწიოს... მაგრამ ჩვენ გვექნება მუდმივი ურთიერთობა საზოგადოებასთან, მუდმივი განმარტებები, იმ დონეზე რომ გავაცნოთ რა არის ბიუჯეტი, როგორ ყალიბდება ბიუჯეტი, როგორ უნდა დაიხარჯოს, რა პრიორიტეტები აქვს და ა.შ ზოგჯერ მათგან ღირებული რჩევები გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მთავრობის ან პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა