„ტურიზმის (იგულისხმება ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც თანაინვესტირების ფონდის შვილობილია) ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო”, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბარია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიზნეს პროექტებზე, მათ შორის ტურიზმის სფეროში.
ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ მის ტურისტულ პროექტებში მოგებისა და მაღალი რენტაბელობის ამოცანები საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული.
„ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი − მოგებაა. ბიზნესის თვალსაზრისით, ის ინვესტიცია მიიჩნევა ეფექტურად, რომელიც მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა და თუ რენტაბელობა მოკლე დროში იქნა მიღწეული, ინვესტიციის ეფექტურობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. ასეთია ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და ეს თქვენ, ვინც ბიზნესზე წერთ, მშვენივრად იცით.
ჩვენს ტურისტულ პროექტებში კი, ეს ორივე კომპონენტი − მოგებისა და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული. მოგებაზე გასვლის ვადაც ხომ რენტაბელობის ერთ-ერთი მდგენელია. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურად ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის სხვა პროექტებისგან განსხვავებით, უშუალოდ ჩვენი ოჯახი უწევს კოორდინირებას.
მოგეხსენებათ, თანაინვესტირების ფონდს, რომელსაც სრულად ჩვენი ოჯახი აფინანსებს, ეფექტური მენეჯმენტი მართავს და ეს ფონდი, თავისი კუთხით, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ეწევა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, რაზეც აქ დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ მას, ძირითადად, სხვა სპეციფიკა აქვს და ბიზნესის უნივერსალური კრიტერიუმებით დასაბუთებულ პროექტებს ეხმარება. ტურიზმის ფონდის პროექტები კი, სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა თანაინვესტრების ფონდის მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ. სხვათა შორის, ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო”, - აცხადებს ივანიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ