მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივენთ კომპანიების მომსახურება 20%-ით გაძვირდა - "მოზაიკა"

62b8221fea8f6
თათია კაკიაშვილი
26.06.22 17:42
1114
“ინფლაცია ჩვენს მომსახურებაზე პირდაპირ აისახა, ფურშეტების ორგანიზება საშუალოდ 20%-ით გაძვირდა”, - ამის შესახებ BMG-ის ივენთ კომპანია “მოზაიკას” დამფუძნებელმა სალომე კობალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ფასნამატი შეეხო როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვებს, შესაბამისად, ღონისძიებების საორგანიზაციო ხარჯი გაიზარდა.

“ჩვენ დამოკიდებული ვართ ქვეკონტრაქტორებზე, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებენ, მათ ყველას გაუძვირდა საქონელი და ჩვენც, რა თქმა უნდა, მოგვიწია, რომ ჩვენი მომსახურების ღირებულება გაგვეზარდა. ჯერჯერობით ფასნამატი საშუალოდ, 20%-ია, სამომავლოდ ვნახოთ, რა იქნება,” - განაცხადა სალომე კობალაძემ.

მაღალი ინფლაციის ფონზე, ივენთ მენეჯერი თაკო დოლაბერიძე საკუთარ საქმიანობას “თვითგადარჩენას” უწოდებს. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ივენთ კომპანიების ნაწილი ფასნამატს ვერ უძლებს და იხურება.

“ბაზარზე ყველა მიმართულებით ფასები გაზრდილია. პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, კიდევ უფრო მეტად გაძვირებულია. შესაბამისად, ჩვენი მომსახურებაც გაძვირდა, მაგრამ ფასები მაინც ისე ვერ ავწიეთ, რომ სრულ მოგებაზე გავიდეთ. ამიტომ რასაც ახლა ვაკეთებთ, ამას უფრო საკუთარი ბიზნესის გადარჩენა ჰქვია, რომ პროფესია არ დავკარგოთ”, - განაცხადა თაკო დოლაბერიძემ.